ავტორიზაცია

BREAKING: პოლ პოგბა 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა!

BREAKING: პოლ პოგბა 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა!
თარიღი 29 თებ 2024, 16:05
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დოპინგის გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. 

როგორც La Repubblica იუწყება, ანტიდოპინგური პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

მოგეხსენებათ, აგვისტოში პოლ პოგბას დოპინგ ტესტში ტესტოსტერონის მომატებული დონე აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 2023/2024 წლების სეზონში პოგბამ "იუვენტუსის" რიგებში მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.