ავტორიზაცია

BREAKING: უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - რა შედეგით დასრულდა გერმანიაში გამართული შეხვედრა?

BREAKING: უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - რა შედეგით დასრულდა გერმანიაში გამართული შეხვედრა?
თარიღი 29 ივნ 2024, 14:26
ცნობილი ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "ნაპოლის" პრეზიდენტი და კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში ჩავიდნენ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელიც ესწრებოდა.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ კვარას ახალი კონტრაქტი შესთავაზა: ხელშეკრულების გახანგრძლივება 2029 წლამდე, რომელიც ხელფასის 5 მილიონამდე ზრდას ითვალიაწინებს. წლების განმავლობაში მოთამაშის ანაზღაურება შესაძლოა 7 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

Corriere dello Sport-ი ასევე წერს, რომ ფეხბურთელის მხარემ კლუბის პოზიცია დააფასა, თუმცა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დასაფიქრებლად დრო ითხოვა.

23 წლის გარემარბი ამჟამად საქართველოს ნაკრებზეა ორიეტნირებული, რომელიც ევრო 2024 წლის გათამაშების მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.