ავტორიზაცია

BREAKING: ვარსკვლავური ტრიო საუდის არაბეთში? გრიზმანის აგენტი ალ ნასრის წარმომადგენლებს შეხვდა

BREAKING: ვარსკვლავური ტრიო საუდის არაბეთში? გრიზმანის აგენტი ალ ნასრის წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი 24 ივნ 2023, 21:06
ლა ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს.

Foot Mercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ ლიდერის აგენტი ლონდონში „ალ ნასრის“ წარმომადგენლებს ამ კვირაში შეხვდა და პოტენციური ტრანსფერი განიხილა.

გრიზმანის გამოსასყიდი თანხა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტში 25 მილიონ ევროზე ნაკლებს შეადგენს.

ჯერჯერობით ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ თუ ის შედგა, გრიზმანი კრიშტიანუ რონალდუს და სავარაუდოდ ჰაკიმ ზიეჩის თანაგუნდელი გახდება.