ავტორიზაცია

BREAKING: ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით სერია A-ს სამი გუნდი ინტერესდება

BREAKING: ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით სერია A-ს სამი გუნდი ინტერესდება
თარიღი 04 ივლ 2024, 19:48
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ბორდოს" 23 წლის შემტევის ზურიკო დაითაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება.

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინა, საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, მოთამაშის დამატება სერია A-ს გუნდებსაც სურთ. საუბარია "ჯენოაზე" და უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ "კომოზე" და "ვენეციაზე".

წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, დავითაშვილის გარემოცვა იტალიაში იქნება და შესაბამისად, უფრო მეტის გაგება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი.