ბრიტანული მედია: მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეას დაბრუნებაზე მუშაობს

პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმიმ ანდრე ონანა განაცხადში არ შეიყვანა.
ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას 29 წლის კამერუნელი მეკარე ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავს.
Sun Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამორიმი ონანას შემცვლელად დავიდ დე ხეას მოიაზრებს და კლუბი მის დაბრუნებაზე უკვე მუშაობს. 34 წლის ესპანელი ფიორენტინას ღირსებას იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, დავიდ დე ხეამ კარიერის დიდი ნაწილი სწორედ მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა — ის წითელი ეშმაკების ღირსებას 2011-23 წლებში იცავდა და გუნდის მაისური 545 მატჩში მოირგო, საიდანაც 190-ჯერ კარი მშრალად შეინახა.