ბრწყინვალე მადრიდული დერბი მეფეების დრამატული გამარჯვებით დასრულდა - რეალი თასის ნახევარფინალშია
ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკო“ დამატებით დროში დაამარცხა.
შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დამთავრდა - მე-19 წუთზე ალვარო მორატამ „ატლეტიკო“ დააწინაურა, 79-ზე როდრიგომ ბრწყინვალე რეიდით ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებითში გადაიყვანა.
ექსტრა-ტაიმში „ატლეტიკოს“ მდგომარეობა სავიჩის გაძევებამ დაამძიმა, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ მინდორზე ცალსახად „რეალი“ დომინირებდა და თავისი უპირატესობა გოლებადაც აქცია.
104-ე წუთზე კარიმ ბენზემამ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა, როცა ასენსიოს პასის შემდეგ ვინისიუსმა ბურთს ფეხი ვერ მოარტყა და ბურთი მარტოდ მყოფ ფრანგს მიუვიდა.
შეხვედრაში წერტილი კი ვინისიუსმა 120+2 წუთზე დასვა, როცა „ატლეტიკოს“ დაცვა კარაქივით გაჭრა და ობლაკს დაბალ კუთხეში შეუგორა.
ამრიგად, „რეალმა“ კოპა დელ რეის ნახევარფინალში გასვლა დრამატულ სტილში მოახერხა, თავის მეტოქეს კი კენჭისყრის შედეგად შეიტყობს.
კოპა დელ რეის ნახევარფინალში „რეალის“ გარდა „ბარსელონა“, „ოსასუნა“ და „ბილბაო“ გავიდნენ.