ავტორიზაცია

ბრწყინვალედ შემოვიდა: ჩაკვეტაძემ უოტფორდში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა!

ბრწყინვალედ შემოვიდა: ჩაკვეტაძემ უოტფორდში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა!
თარიღი 24 დეკ 2023, 00:01
ინგლისის ჩემპიონშიფში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ბლექბერნსა" და "უოტფორდს" შორის და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

სათადარიგოთა სკამზე იყო სტუმარი გუნდის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ამ მოკლე დროში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

აღნიშნულ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ 6.6 შეფასება მიიღო. მოგეხსენებათ, ქართველმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ამიტომ ვერ იმკვიდრებს ძირითადში ადგილს.