"ბუცი კაშიასი, ხელთათმანი მამარდაშვილის" - რა მოუვიდა ლორიას აეროპორტში?
საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლარნაკადან წამოღებული ბარგი არ ჩამოუვიდა.
ამის შესახებ ფეხბურთელის მიერ სოც.ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მივხვდებით.
"ხელთათმანები მამარდაშვილის, ბუცები კი კაშიასი. ასე ხდება, როცა ბარგი არ ჩამოდის," - წერს გიორგი ლორია სოციალურ ქსელში.
5 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ჯვაროსნები 9 ოქტომბერს ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპრიდებიან.