ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

Sofascore-მა გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-17 ტურის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, სადაც ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა.

კარლსრუეს ქართველმა შემტევმა პადერბორნის წინააღმდეგ გოლი და ასისტი გაიფორმა და 9 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ თერთმეტეულში ზივზივაძეს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.