ავტორიზაცია

ბუდუ ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ბუდუ ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 18 მარ 2024, 12:19
გერმანიის II ბუნდესლიგის 26-ე ტურში "კარლსრუე" საკუთარ მოედანზე "მაგდებურგს" დაუპირისპირდა და 7:0 გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა ბუდუ ზივზივაძის ბენეფისად იქცა. ქართველმა ფორვარდმა პირველ ნახევარში დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ბუდუ 65-ე წუთზე შლოისენერმა შეცვალა.

ბუდუმ Sofscore-სგან 9.1 შეფასება მიიღო და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.