ავტორიზაცია

ბუფონი: "ჩემპიონთა ლიგა მოგებული რომ მქონდეს, კარიერა ალბათ უკვე დასრულებული მექნებოდა"

ბუფონი: "ჩემპიონთა ლიგა მოგებული რომ მქონდეს, კარიერა ალბათ უკვე დასრულებული მექნებოდა"
თარიღი 24 Dec 2021, 23:36

"პარმას" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელსაც კარიერაში ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია, აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა.

"ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ მაქვს, კონკურენტულ სულისკვეთებას მინარჩუნებს. ფორმაში ვრჩები და ჩემს პროფესიას პატივს ვცემ".

"ჩემპიონთა ლიგა მოგებული რომ მქონდეს, კარიერა ალბათ უკვე დასრულებული მექნებოდა, რადგან აღარ მექნებოდა ამაზე მნიშვნელოვანი მიუღწეველი მიზანი", - ციტირებს ბუფონის სიტყვებს TUDN-ი.

მოგეხსენებათ, 43 წლის იტალიელ კარის დარაჯს კარიერის დიდი ნაწილი ტურინის "იუვენტუსში" აქვს გატარებული, სადაც 2001 წლიდან 2018 წლამდე და 2019 წლიდან 2021 წლამდე ირიცხებოდა.

ჯიჯიმ კარიერა "პარმაში" დაიწყო და მშობლიურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.