ავტორიზაცია

ბუფონმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კარიერის მიწურულს სერია ბ-ში გადასვლა

ბუფონმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კარიერის მიწურულს სერია ბ-ში გადასვლა
თარიღი 05 აგვ 2021, 20:17

„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განმარტა, თუ რატო გადაწყვიტა კარიერის მიწურულს სერია ბ-ს გუნდში გადასვლა.

„სერია ბ-ში კარიერაში მეორედ ვბრუნდები. აქ ვიყავი 28 წლის ასაკში, როცა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეის სტატუსი მქონდა.

რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს 43 წლის ასაკშიც? 2006 წელს მე „იუვენტუსი“ ავირჩიე, ახლა კი - „პარმა“. ზუსტად ისევე შემეძლო თამაში სამოყვარულო ლიგაშიც. ამისგან, ჩემი ფასეულობები არ შეიცვლებოდა.“ - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ პირველად ბუფონი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 2001 წელს გახდა, როცა „პარმადან“ 52.8 მლნ ევროდ გადავიდა, ტურინული გუნდი მან 2018 წელს დატოვა და „პსჟში“ გადაბარგდა, ერთი წლის შემდეგ კი გუნდში დაბრუნდა და კიდევ ორი სეზონით დარჩა.

ამ ზაფხულს კი ჯიჯიმ მიაშურა გუნდს, რომელშიც მისი კარიერა იწყებოდა.