ავტორიზაცია

ბუფონმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა

ბუფონმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა
თარიღი 12 მაი 2023, 10:35
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ახლა "პარმაში" თამაშობს, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა.

"ჩემთვის საუკეთესოები არიან ობლაკი, კურტუა, დონარუმა და მენიო. ", - ციტირებს Gazzetta dello Sport-ს ბუფონის სიტყვებს. 

45 წლის ბუფონმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში "პარმაში" 16 მატჩი ჩაატარა. მეკარემ 21 გოლი დაუშვა, ოთხ შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.