ავტორიზაცია

"ბურთი მეორე ფეხში არ გამირტყამს" — ალვარესი | პენალტის ეპიზოდი ახლო კადრით [VIDEO]

"ბურთი მეორე ფეხში არ გამირტყამს" — ალვარესი | პენალტის ეპიზოდი ახლო კადრით [VIDEO]
თარიღი 13 Mar 2025, 14:11
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში საოცრად დრამატული მატჩი ვიხილეთ. პირველი შეხვედრის 1-2 წაგების შემდეგ, ატლეტიკომ რეალ მადრიდი მეტროპოლიტანოზე 1-0 დაამარცხა.

დამატებით ტაიმებში გოლი არ გასულა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც "როხიბლანკომ" 2-4 წააგო. სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიაში ვიხილეთ სკანდალური მომენტი - ხულიან ალვარესმა გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა არგენტინელს პენალტი გაუუქმეს, მიზეზად კი ბურთზე ორჯერ შეხება დასახელდა.

მატჩის შემდეგ დიეგო სიმეონე ძალიან გაბრაზებული იყო და განაცხადა, რომ ეს კონტაქტი არავის დაუნახავს. ასევე, გავრცელდა თავად ალვარესის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ ბურთი მეორე ფეხში არ გაურტყამს.

იხილეთ მომენტი ახლო კადრით:

temo
ტოპ კომენტარი
0
13 Mar 2025, 20:12
ეტყობა მადრიდული სპორტული გადაცემა "პუნტოპელოტა".ბურთი წერტილზე. იქ უყვართ ყოველი თამაშის შემდეგ რეალის კიდევ უფრო გათეთრება და ყველა მომენტის რეალის სასარგებლოდ ახსნა. არ ვიდეომონტაჟს ერიდებიან.