ჩაბი ალონსო რეალის ხელმძღვანელობისგან სამ ტრანსფერს მოითხოვს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალს კარლო ანჩელოტი დატოვებს და მის ადგილს ლევერკუზენის თავკაცი, ჩაბი ალონსო დაიკავებს.
ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და 43 წლის სპეციალისტი სამეფო კლუბს დიდი ალბათობით ფიფას საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.
diarioas-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი რეალში მისვლის შემდეგ სამი ფეხბურთელის დამატებას მოითხოვს — ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი) და ჯონათან ტა (ლევერკუზენი).