ავტორიზაცია

ჩაბი ალონსომ ლევერკუზენის ბაიერის ახალი რეკორდი დაამყარა

ჩაბი ალონსომ ლევერკუზენის ბაიერის ახალი რეკორდი დაამყარა
თარიღი 30 ოქტ 2023, 14:19
გერმანიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში, ლევერკუზენმა "ბაიერმა" საშინაო მატჩში "ფრაიბურგი"
(2:1) დაამარცხა, რაც "ბაიერისთვის" ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ იმ ყველა ტურნირის გათვალისწინებით, რომელშიც გერმანული კლუბი თამაშობს. 

ალონსოს გუნდმა აქედან ხუთი გამარჯვება გერმანიის ჩემპიონატში მოიპივა, სადაც "ფარმაცევტები" პირველ ადგილს იკავებენ.

ამრიგად, "ბაიერის" მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მოხსნა კლაუს ტოპმულერის რეკორდი, რომელიც კლუბს 2001/2002 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო. 

გერმანიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ბაიერი" 4 ნოემბერს სტუმრად "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება.