ავტორიზაცია

ჩაბი ალონსოს მომავალი უცნობია — რა შემთხვევაში გაუშვებენ ესპანელ სპეციალისტს?

ჩაბი ალონსოს მომავალი უცნობია — რა შემთხვევაში გაუშვებენ ესპანელ სპეციალისტს?
თარიღი 08 Dec 2025, 17:09
მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა და მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს გაშვებას სერიოზულად განიხილავს.

ესპანური წყაროების მიხედვით, 44 წლის სპეციალისტს ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა და ულტიმატუმი წაუყენა — თუ რეალი მომდევნო მატჩში მანჩესტერ სიტის არ დაამარცხებს, რეალი ჩაბი ალონსოს გუნდიდან გაუშვებს.

2025/26 წლების სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, სამეფო კლუბი მცირე კრიზისშია. ჩაბი ალონსოს გუნდმა ლა ლიგის ბოლოს 5 ტურში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.