ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძე უფრო და უფრო უმატებს", - გერმანული პრესა ქართველს ვერდერთან სასტარტოში ელის

"ჩაკვეტაძე უფრო და უფრო უმატებს", - გერმანული პრესა ქართველს ვერდერთან სასტარტოში ელის
თარიღი 21 Feb 2022, 12:07

Bild-მა "ჰამბურგის" შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა. გერმანული გამოცემა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ქართველი ბრემენის "ვერდერთან" ამჯერად ძირითადში იქნება.

"დაიწყებს თუ არა ჩაკვეტაძე ვერდერთან გასამართ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში? ეს საკითხი კვლავ ღიაა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ის ჰამბურგში უფრო და უფრო უმატებს.

დარმშტადტთან ნათამაშები 12 წუთისა და ჰაიდენჰაიმთან მოედანზე გატარებული 24 წუთის შემდეგ, სანდჰაუზენთან გიორგის ამჯერად მთელი ერთი ტაიმი დაუთმეს", - წერს Bild-ი.

შეგახსენებთ, რომ "HSV"-ს ახალგაზრდა გამთამაშებელი "გენტის" საკუთრებაში რჩება და გერმანიაში ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით თამაშობს.

"როტოზენისა" და "მუსიკოსების" დაპირისპირება 27 თებერვალს გაიმართება. აქვე დავამატებთ, მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, "ფოლქსპარკშტადიონის" ბინადრები 41 ქულით მეორე ადგილზე არიან.

რა თანხა დაუჯდება ჰამბურგს ჩაკვეტაძის გამოსყიდვა?