ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძემ ჰამბურგს ბიძგი მისცა და მან გუნდი გააძლიერა", - გერმანული პრესა

"ჩაკვეტაძემ ჰამბურგს ბიძგი მისცა და მან გუნდი გააძლიერა", - გერმანული პრესა
თარიღი 01 Mar 2022, 20:45

Tag24.de-ს ცნობით, "ჰამბურგის" შემდეგი შეხვედრისთვის გუნდის შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება. "როტოზენის" მეტოქე "კარლსრუე" იქნება.

"ცვლილება, რომელიც შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ, შეტევის ხაზს უკავშირდება. ვერდერთან გამართულ დერბიში, შეცვლაზე შესულმა ჩაკვემ ჰამბურგს ბიძგი მისცა და გუნდის თამაში გააძლიერა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ის იმედისმომცემად ასპარეზობს და ნაჩვენები თამაშით სასტარტოში მოხვედრას იმსახურებს. უკანასკნელ პერიოდში ალიდუ ცუდად გამოიყურება.

იქნებ მას დასვენება სჭირდება, გიორგის კი ძირითადში თამაშის სახით ახალი გამოწვევა?", - წერს გერმანული გამოცემა ქართველი გამთამაშებლის შესახებ, რომელიც "ჰსვ"-ში ზამთარში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფლეიმეიქერი "დინოზავრების" რიგებში თამაშობს განათხოვრების წესით, ის "გენტის" საკუთრებაში ახლაც რჩება.