ჩავი ერნანდესი დასაბრუნებლად ემზადება

ბარსელონას ლეგენდა, ჩავი ერნანდესი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებისთვის ემზადება და სურს, ეს ყოველგვარი სიჩქარისა და წნეხის გარეშე გააკეთოს.
Relevo-ს ინფორმაციით, 45 წლის სპეციალისტის მიზანი ძლიერი და გრძელვადიანი პროექტის ჩაბარებაა, რომელიც მას უმაღლეს დონეზე დაბრუნებასა და ტოპ გუნდებთან კონკურენციის შესაძლებლობას მისცემს.

ჩავიმ ბარსა 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და 1 წლით დასვენება გადაწყვიტა. ერნანდესმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორწელიწადნახევარი გაატარა და 2 ტიტული მოიგო (ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი).
მანამდე, ჩავი ალ სადში მუშაობდა და კატარში დომინანტი გუნდი ჰყავდა.