ავტორიზაცია

ჩელსი ანდრეი ლუნინით ინტერესდება

ჩელსი ანდრეი ლუნინით ინტერესდება
თარიღი 19 Jul 2024, 15:31
ლონდონის ჩელსი მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. ''ლურჯები'' არ არიან კმაყოფილნი რობერტ სანჩესის და ჯორჯე პეტროვიჩი თამაშით. ამის გამო ლონდონური გუნდი ახალი მეკარის დამატებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მადრიდის რეალის უკრაინელი კიპერი ანდრეი ლუნინი.

როგორც, მოგეხსენებათ რეალში იჯარით კეპა არისაბალა ასპარეზობს და მადრიდელებს მისი დატოვების სურვილი აქვთ, პირველი მეკარე ტიბო კურტუა იქნება ხოლო ლუნინს გუნდის დატოვება მოუწევს. ლუნინით ჩელსის გარდა, არსენალი და მუნხენის ბაიერნიც ინტერესდებოდნენ. დიდი შანსია უკრაონელი ჩელსიში გადაბარგდეს და ამ ტრანსფერში არისაბალა იყოს ჩართული.

ანდრეი ლუნინმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მან იდეალურად ჩაანაცვლა ტრამვირებული ტიბო კურტუა და რეალთან ერთად დუბლი შეასრულა. ''თეთრებმა'' ლა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ლუნინის წვლილი ამაში საკამოდ დიდია.