ავტორიზაცია

ჩელსი და ტოტენჰემი გლადბახის ნახევარმცველისთვის იბრძვიან

ჩელსი და ტოტენჰემი გლადბახის ნახევარმცველისთვის იბრძვიან
თარიღი 28 May 2021, 22:03

"ჩელსი" და "ტოტენჰემი" "გლადბახის" ნახევარმცველ იონას ჰოფმანით ინტერესდებიან, იუწყება Sport1-ის ჟურნალისტი, პატრიკ ბერგერი.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის გერმანელმა ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც აღინიშნება, "გლადბახი" მზად არის ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ შეელიოს.

2020/21 წლების სეზონში ჰოფმანმა ბორუსიელთა რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.