ჩელსი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია

ჩელსი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია. ლონდონურმა გრანდმა ფინალში რეალ ბეტისი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე ბეტისის ფეხბურთელმა, აბდე ეზალზულიმ გახსნა, თუმცა ინგლისურმა გუნდმა ანგარიში 65 წუთზე ენცო ფერნანდესის გოლით გაათანაბრა, ამის შემდეგ "არისტოკრატების" მხრიდან გოლები, ნიკოლას ჯექსონმა, ჯეიდონ სანჩომ და მოიზეს კაისედომ გაიტანეს.
ლურჯებმა პრემიერ ლიგაში მე-4 პოზიცია დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.