ავტორიზაცია

ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
თარიღი 14 Jul 2025, 01:32

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, ლონდონის ჩელსიმ პარი სენ-ჟერმენი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში, ანგარიშის გახსნა ქოულ პალმერმა 22-ე წუთზე შეძლო, რომელმაც მალევე, 30-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე, ჟოაო პედრომ მესამე გოლი გაიტანა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ლონდონელებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულეს.