ჩელსი ოთხეულში დაბრუნდა — ლონდონელებმა კრისტალ პალასი დაამარცხეს

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ლონდონის ჩელსი კრისტალ პალასს ესტუმრა და 3-1 გაიმარჯვა.
მასპინძლები ამ შეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდნენ და ვერც ჩელსისთან მოახერხეს კარგი პერფორმანსის ჩვენება, ჩელსიმ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ლურჯები" 37 ქულით ოთხეულში დაბრუნდენ, ხოლო კრისტალ პალასი 28 ქულით მე-15 ადგილზე დარჩა.


