ჩელსიმ ენცო ფერნანდესის სატრანსფერო ფასი დაასახელა — რეალი საქმეშია
მადრიდის რეალის ერთ-ერთი სამიზნე არგენტინის ეროვნული ნაკრების და ჩელსის ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესია.
ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის პირველი შეხვედრა შედგა და არისტოკრატებმა ფეხბურთელის ფასი დაასახელეს — ჩელსი 23 წლის ნახევარმცველს 120 მილიონ ევროდ შეელევა.
შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესი ლონდონურ კლუბში 2023 წელს ბენფიკადან გადავიდა და ჩატარებულ 77 შეხვედრაში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გაიფორმა.