ავტორიზაცია

ჩელსიმ პულისიჩის სატრანსფერო ფასი დაასახელა

ჩელსიმ პულისიჩის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 25 ივნ 2023, 12:11
აშშ-ს ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველს კრისტიან პულისიჩს კარიერის საფრანგეთის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტი აქვს. ფეხბურთელის ტრანსფერით "ლიონი" ინტერესდება.

გამოცემა Lequipe-ის ცნობით, "არისტოკრატები" მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ლონდონური კლუბი კრისტიანის გაყიდვიდან 20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.