ჩელსიმ შემადგენლობა გადაახალისა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩელსი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. ენცო მარესკა იმ მოთამაშეებს დაემშვიდობა, რომლებთანაც საერთო ენა ვერ გამონახა.
ასევე გუნდი კარნი ჩუკუემეკამ დატოვა, ასტონ ვილადან გადასულმა ტალანტმა “ლურჯების“ შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა, ის საერთოდ ამოვარდნილი იყო გუნდის სისტემიდან და მინიმალურ სათამაშო დროს იღებდა, ახალგაზრდა ინგლისელი კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს.
ყველაზე მეტად გუნდის დატოვება ფრანგ მცველს აქსელ დისასი სურდა, საბოლოოდ ფრანგმა მცველმა საწადელს მიაღწია და იჯარის წესით უნაი ემერის ასტონ ვილას შეუერთდა.
ინგლისის დედაქალაქი ასევე დატოვა ჟოაო ფელიქსმა, პორტუგალიელის მეორე მისვა ჩელსიში კვლავ წარუმატებელი გამოდგა და ფეხბურთელი იჯარით მილანში გადაბარგდა, სეზონის ბოლოს ჟოაო დიდი ალბათობით ისევ ჩელსიში დაბრუნდება.
ენცო მარესკას გუნდის მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა და ამისთვის გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
ბენ ჩილუელი იჯარის წესით, კრისტალ პალასში გადაბარგდა, ინგლისელი მოთამაშე ჩელსიში ფაქტობრივად არ თამაშობდა და მარკ კუკურელიას კონკურენციას ვერ უწევდა.