ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ჩელსიმ სიტის შემტევის ტრანსფერი 40 მილიონ ფუნტად დახურა

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ჩელსიმ სიტის შემტევის ტრანსფერი 40 მილიონ ფუნტად დახურა
თარიღი 30 Aug 2023, 22:39
ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, კოულ პალმერის ტრანსფერი დახურა.

კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, „ჩელსი“ ინგლისელ შემტევში 40 მილიონ ფუნტს გადაიხდის, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

„ჩელსიმ“ ფეხბურთელისთვის უკვე სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პალმერი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტსაც ოფიციალურად გააფორმებს.