ჩელსიმ ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა

ჩელსიმ ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა — ლიამ დელაპი იფსვიჩიდან კარიერას ლონდონურ გრანდში გააგრძელებს.
ინგლისური კლუბი ფეხბურთელს £30 მილიონის სანაცვლოდ დაიმატებს.
დელაპის დამატებას სხვა ევროპული გრანდებიც ცდილობდნენ. ჩელსისთან ერთად ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობდა, თუმცა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა, სწორედ ამიტომ უპირატესობა ლონდონურ კლუბს მიანიჭა.
ინგლისელი ფორვარდი იფსვიჩს 2024 წელს შეურთდა, მან ამ დროის განმავლობაში 40 მატჩში, 12 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.