ჩელსის ყოფილმა თავდამსხმელმა ბოტაფოგო დატოვა

"ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სოლომონ კალუმ "ბოტაფოგო" დატოვა, იუწყება ბრაზილიური კლუბის ოფიციალური საიტი.
მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ბრაზილიური პრესის ცნობით, ეს ფეხბურთელის სურვილი იყო, რომელიც კლუბის სერია ა-დან გავარდნით იმედგაცრუებული დარჩა.
გასულ სეზონში კალუმ ბრაზილიურ კლუბში 27 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
"ბოტაფოგომდე" 35 წლის კოტდ'ივუარელი "ფეიენოორდის", "ჩელსის", "ლილისა" და "ჰერტას" ღირსებას იცავდა.