"ჩემი ხელფასი მატჩების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული", - ვან დეიკს ჟურნალისტთან შელაპარაკება მოუვიდა
„ლივერპულის“ და ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთან იკამათა.
„მატჩები უფრო და უფრო მეტი ხდება, აქედან მოდის ეს დისკუსიაც. ვფიქრობ ფეხბურთელებმა ამაზე რაღაც უნდა თქვან და გამოსავალი იქნეს მოძიებული. ჩვენ მოედანზე უნდა ვიყოთ, მაგრამ ჯანმრთელობა ფულზე მნიშვნელოვანია. იმედია, გამოსავალი მოიძენება.
მზად ხართ ხელფასის 10% დათმოთ უფრო ნაკლები მატჩის სანაცვლოდ?
არა.
მაგრამ, ეს ხომ თქვენი ჯანმრთელობისთვისაა...
ჯანმრთელობისთვის დავთმობდი ხელფასის 10%-ს, მაგრამ ჩვენ კოლექტიურად უნდა ვიმუშავოთ. ამ ყველაფერს ფეხბურთის პროფესიონალურ ასოციასიასთან განვიხილავთ და იმედია, გამოსავალს მოვნახავთ. მაგრამ, მატჩების რაოდენობის შემცირება ჩემ ხელფასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
მაგრამ, კლუბი ფეხბურთელებს უხდის ფულს, რომელსაც შოულობს.
დიახ, თქვენ ცდილობთ მათქმევინოთ რაიმე ლამაზი, მაგრამ ის, რომ მე სიტყვაზე უფრო ნაკლებ მატჩს ჩავატარებ, არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩემ ხელფასზე. ახალი ტურნირები ჩნდება, მაგალითად ერთა ლიგა. ეს ტურნირები ჩემ ხელფასზე საერთოდ არანაირად არ ისახება. ბონუსებს ამაში ვიღებთ, მაგრამ ეს გარანტირებული შემოსავალი არ არის. მათ მისაღებად, შედეგის დაფიქსირებაა საჭირო.