"ჩემი კონტრაქტი საფინალო სასტვენისთანავე დამთავრდა", - ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრები დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე, მექსიკის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი, ხერარდო 'ტატა' მარტინო გადადგა.
„ჩემი კონტრაქტი ამოიწურა, როგორც კი მსაჯმა საფინალო სასტვენი გააჟღერა." - აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ.
მექსიკის ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და პოლონეთს პლეიოფში ადგილი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო დაუთმო.
მარტინო მექსიკია ნაკრებს 2019 წლის იანვრიდან წვრთნიად. ამ პერიოდში გუნდმა 66 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 42 გამარჯვება მოიპოვა, 12-ჯერ დამარცხდა და ამდენჯერვე ფრე ითამაშა.
იქამდე, მარტინო ისეთ გუნდებში მუშაობდა, როგორიც „ბარსელონა" და „ატლანტა" არიან, ასევე ედგა სათავეში პარაგვაის და არგენტინის ნაკრებებსაც.