ავტორიზაცია

ჩემპიონის პირველი გამარჯვება — ინტერმა ლეჩეს მოუგო

ჩემპიონის პირველი გამარჯვება — ინტერმა ლეჩეს მოუგო
თარიღი 25 Aug 2024, 00:50
იტალიის სერია ა-ს წლევანდელი სეზონის მეორე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, ინტერმა ლეჩე მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-5 წუთზე თავი დარმიანმა გამოიჩინა და ინტერმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიში მოიგო.

მეორე ნახევარიც ნერაძურის კარნახით წარიმართა, 69-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ჩალჰანოღლუმ შეასრულა და ინტერმა 2-0 იმარჯვა.