ავტორიზაცია

ჩემპიონობის აღნიშვნაც ასეთი უნდა - ინტერმა ჯუზეპე მეაცაზე სამპდორია 5:1 გაანადგურა! [VIDEO]

ჩემპიონობის აღნიშვნაც ასეთი უნდა - ინტერმა ჯუზეპე მეაცაზე სამპდორია 5:1 გაანადგურა! [VIDEO]
თარიღი 08 მაი 2021, 21:59

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, მილანის "ინტერმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა - 5:1.

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-4 წუთზე, მილანელები რობერტო გალიარდინიმ დააწინაურა. 26-ე წუთზე, ალექსის სანჩესმა "ინტერის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მასპინძელთა გოლიდან რამდენიმე წუთში კეიტა ბალდეს გოლით "სამპდორიამ" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა წამებში ალექსისმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდო.

61-ე წუთზე, ანდრეა პინამონტიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, ხოლო საბოლოო შედეგი 70-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ინტერი", რომელმაც ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 85 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "სამპდორია" კი 45 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა