ავტორიზაცია

ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება! პსჟ-მ სტრასბურგი არ შეიმჩნია [VIDEO]

ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება! პსჟ-მ სტრასბურგი არ შეიმჩნია [VIDEO]
თარიღი 10 აპრ 2021, 21:03

ფრანგული ლიგა 1-ის 32-ე ტურში „პსჟ-მ“ სტუმრად „სტრასბურგი“ გაანადგურა.

პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს - თავი მბაპემ (16’), სარაბიამ (27’) და მოიზე კინმა (45’) გამოიჩინეს.

63-ე წუთზე საჰიმ სხვაობა შეამცირა, 79-ზე კი პარედესმა 3-ბურთიანი უპირატესობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„პსჟ-მ“ 66 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „ლილს“ 3 ქულით ჩამორჩება.