ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა — 1/4 ფინალის საგზური ორმა გუნდმა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგა — 1/4 ფინალის საგზური ორმა გუნდმა გაინაღდა
თარიღი 12 Dec 2024, 12:01
6 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს უდანაკარგოდ, 18 ქულით ლივერპული ლიდერობს — სლოტის გუნდმა 6 მატჩი მოიგო, 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

კატალონიის ბარსელონას 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მესამე ადგილს 13 ქულებით არსენალი, ლევერკუზენი, ასტონ ვილა, ინტერი, ბრესტი და ლილი იყოფენ.

ორი ტურით ადრე, 1/4 ფინალის საგზური ლივერპულს და ბარსელონას აქვთ განაღდებული. სლოტის გუნდი მომდევნო ტურში ენფილდზე ლილს უმასპინძლებს, ხოლო კატალონიელები ბენფიკას ესტუმრებიან.

ბომბარდირთა დავას 6 ტურის შემდეგ ბარსელონას შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს — პოლონელ ფორვარდს 8 გოლი აქვს გატანილი. მეორე ადგილს 6 გოლით ლევანდოვსკის თანაგუნდელი, რაფინია და დორტმუნდის თავდამსხმელი, გირასი იკავებენ.
khizanag
ტოპ კომენტარი
0
12 Dec 2024, 11:54
მეოთხედ ფინალის საგზურს ჯგუფური ეტაპიდან ვერავინ ვერ გაინაღდებს, მერვედ ფინალის გამარჯვებულები ხვდებიან მეოთხედფინალში და არა პირდაპირ ჯგუფიდან.
კომენტარების ნახვა (1)