ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა - ბაიერნი რომში დამარცხდა, პსჟ-მ სოსიედადს მოუგო

ჩემპიონთა ლიგა - ბაიერნი რომში დამარცხდა, პსჟ-მ სოსიედადს მოუგო
თარიღი 15 თებ 2024, 09:32
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა და პირველი მცირე სენსაცია ვიხილეთ.

რომის ლაციომ საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნი მიიღო და მეტოქე მოულოდნელად, 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ჩირო იმობილემ 69-ე წუთზე გაიტანა.

მეორე მატჩი სფრანგეთში გაიმართა, სადაც პსჟ-მ სოსიედადს უმასპინძლა, მეტოქეს 2-0 მოუგო და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა - გოლები მბაპეს და ბარკოლას ანგარიშზეა.

განმეორებითი მატჩები ესპანეთში და გერმანიაში 5 მარტს გაიმართება.