ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონას ქამბექი, ლივერპულის 3 ქულა და ჩელსი მნიშვნელოვან ქულებს კარგავს

ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონას ქამბექი, ლივერპულის 3 ქულა და ჩელსი მნიშვნელოვან ქულებს კარგავს
თარიღი 10 Dec 2025, 02:23
რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის სამშაბათი დღის მატჩები დასრულდა. სადაც მაყურებელმა არაერთი საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იხილა.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იტალიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ატალანტა და ჩელსი დაუპირისპირდნენ, იმის მიუხედავად, რომ ჩელსი ამ მატჩში დიდ ფავორიტად ითვლებოდა, ლონდონელები 2-1 დამარცხდნენ.


მაყურებელმა სან სიროზე ტურის ერთ-ერთი დაძაბული დაპირსპირება იხილა, სადაც ინტერმა ლივერპულს უმასპინძლა. მოგეხსენებათ "წითლები" კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიბან, გუნდს შეტევის ორი ლიდერი, მო სალაჰი და კოდი გაკპო აკლდათ, თუმცა მერსესაიდელებმა დანაკლისის მიუხედავად, ბოლო წუთებზე დომინიკ სობოსლაის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით, ინგლისურმა გრანდმა ინტერი მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.


ბარსელონას გულშემატკივარმა, კამპ ნოუზე ახლად დაბრუნებული ბარსას ქამბექი იხილა, აინტრახტის წინააღმდეგ. კატალონიელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად აინტრახტმა შეძლო და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. მაგრამ მეორე ტაიმში ჟიულ კუნდეს მიერ შესრულებული დუბლით, ესპანურმა გრანდმა ორ წუთიან მონაკვეთში დააქამბექა და შეხვედრა მათი გამარჯვებით 2-1 დასრულდა.



ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი დღის შედეგები:

ქაირათი 0-1 ოლიმპიაკოსი 
ბაიერნი 3-1 სპორტინგი 
ინტერი 0-1 ლივერპული 
ატალანტა 2-1 ჩელსი 
ბარსელონა 2-1 აინტრახტი 
პსვ 2-3 ატლეტიკო 
ტოტენჰემი 3-0 სლავია 
მონაკო 1-0 გალათასარაი 
სენტ-ჟილი 2-3 მარსელი