ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა — ჩელსიმ ბარსელონას სამი უპასუხო გოლი გაუტანა

ჩემპიონთა ლიგა — ჩელსიმ ბარსელონას სამი უპასუხო გოლი გაუტანა
თარიღი 26 Nov 2025, 02:38
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ჩელსიმ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 3-0 დაამარცხა.

მატჩი ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა — ბურთი საკუთარ კარში კუნდემ ჩაჭრა. 55-ე წუთზე ესტევაომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 73-ე წუთზე დელაპმა საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.

5 მატჩის შემდეგ ჩელსის 10 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო ბარსელონა 7 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ლონდონელები ატალანტას ესტუმრებიან, კატალონიელები კი ანტრახტს მიიღებენ.

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის პირველი სათამაშო დღის შედეგები