ჩემპიონთა ლიგა — დეზირე დუეს ბენეფისი და რეალ მადრიდის გამარჯვება ლისაბონში

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის რამდენიმე საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართა.
ღამის მატჩებიდან გამორჩეული დაპირისპირება საფრანგეთში, მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენს შორის შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ მონაკო პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით სარგებლობდა, ლუის ენრიკეს გუნდმა შეძლო და პირველივე ნახევარში წონასწორობა დეზირე დუესა და აშრაფ ჰაკიმის გოლებით აღადგინა. მეორე ნახევარში კი დუემ კვლავ შეძლო თავის გამოჩენა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რითაც პარიზულმა კლუბმა 3:2 იმარჯვა.

დაძაბული შეხვედრა გაიმართა ლისაბონშიც, სადაც ბენფიკამ რეალ მადრიდს უმასპინძლა. მადრიდელებმა მატჩი ვინისიუსის ერთადერთი გოლით მინიმალური ანგარიშით, 0:1 მოიგეს.
რაც შეეხება დორტმუნდისა და ატალანტას შეხვედრას, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ბორუსიელებმა გირასისა და ბაიერის გოლებით გაიმარჯვეს.
დორტმუნდი - ატალანტა 2:0
ბენფიკა - რეალი 0:1
მონაკო - პსჟ 2:3
ბენფიკა - რეალი 0:1
მონაკო - პსჟ 2:3