ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა — დღეს 1/2 ფინალური ეტაპის დარჩენილი ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა

ჩემპიონთა ლიგა — დღეს 1/2 ფინალური ეტაპის დარჩენილი ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა
თარიღი 16 Apr 2025, 10:48
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დარჩენილი განმეორებითი მატჩები გაიმართება და კიდევ ორი 1/2 ფინალისტი გუნდის ვინაობა გაირკვევა.

დიდი უპირატესობით ჩადის მადრიდში ლონდონის არსენალი, რომელმაც საკუთარ მოედანზე რეალი 3-0 დაამარცხა და 1/2 ფინალური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

დღევანდელ დაპირისპირებას გუნდები დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო სამეფო კლუბს კამავინგა, ხოლო ტრავმების გამო კარვახალი, მილიტაო, მენდი და ლუნინი ვერ დაეხმარებიან. მეთოფეებს კი კალაფიორი, გაბრიელი, გაბრიელ ჟესუსი, კაი ჰავერცი, ჟორჟინიო და ტომოსაუ დააკლდებათ.

რეალი V არსენალი (23:00)


დაძაბული მატჩის მოლოდინია მილანში, სადაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ინტერი ბაიერნს უმასპინძლებს და პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობით შენარჩუნებას შეეცდებიან.

გუნდების პირველი დაპირისპირებას მიუნხენში, ალიანს არენაზე გაიმართა და ნერაძურის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში მასპინძლებიდან გოლი მიულერმა გაიტანა, ხოლო სტუმრებიდან თავი ლაუტარომ და ფრატეზიმ გამოიჩინეს.

იტალიაში ბაიერნი დიდი დანაკლისით ჩადის — რეკორდმაისტერს ტრავმების გამო ბუშმანი, დევისი, იტო, მუსიალა, ნოიერი და უპამეკანო ვერ დაეხმარებიან, ხოლო ინტერს კარბონი, კორეა, დუმფრისი და ჟიელისნკი დააკლდებათ.

ინტერი V ბაიერნი (23:00)