ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა - ინტერმა ატლეტიკოს მოუგო, პსვ დორტმუნდს დაუზავდა

ჩემპიონთა ლიგა - ინტერმა ატლეტიკოს მოუგო, პსვ დორტმუნდს დაუზავდა
თარიღი 21 თებ 2024, 11:36
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც ინტერმა ატლეტიკო მიიღო, ხოლო პსვ-მ დორტმუნდს უმასპინძლა.

სან სიროზე გამართულ მატჩში, ინტერმა ატლეტიკო მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე არნაუტოვიჩმა გაიტანა.

პსვ-ს და დორტმუნდში შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა - ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა შემტევმა, მალენმა გახსნა, ხოლო 56-ე წუთზე დე იონგმა გაათანაბრა.

განმერეობითი მატჩები 13 მარტს გაიმართება.