ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა — კოპენჰაგენმა და ლევერკუზენმა ქულები გაიყვეს, ბრიუგემ მონაკო დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგა — კოპენჰაგენმა და ლევერკუზენმა ქულები გაიყვეს, ბრიუგემ მონაკო დაამარცხა
თარიღი 18 Sep 2025, 22:53
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღის ადრეული მატჩები გაიმართა, რომლებიც დაძაბული და უხვგოლანი გამოდგა.

დანიაში გამართულ მატჩში, კოპენჰაგენმა ლევერკუზენი მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღნიშნულ შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, მე-9 წუთზე გახსნეს — თავი ლარსონმა გამოიჩინა. 82-ე წუთზე, გრიმალდომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, რასაც ზუსტად 5 წუთში რობერტის გოლი მოჰყვა და კოპენჰაგენი კვალვ წინ გავიდა. 91-ე წუთზე კი ბურთი საკუთარ კარში ჰაციდიაკოსმა ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში, 2-2 დაფიქსირა.

კოპენჰაგენი 2-2 ლევერკუზენი

გოლები:
1-0 ლარსონი (9'), 1-1 გრიმალდო (82'), 2-1 რობერტი (87'), 2-2 ჰაციდიაკოსი (90+1')

მეორე შეხვედრა ბელგიაში გაიმართა, სადაც ბრიუგემ მონაკო მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან თავი ტრესოლდიმ, ონიედიკამ, ვანაკენმა და დიახონმა გამოიჩინეს, ხოლო სტუმრებიდან პრესტიჟის გოლი ფატიმ გაიტანა.

ბრიუგე 2-2 მონაკო

გოლები:
1-0 ტრესოლდი (32'), 2-0 ონიედიკა (39'), 3-0 ვანაკენი (43'), 4-0 დიახონი (75'), 4-1 ფატი (90+2')