ჩემპიონთა ლიგა - პრეს კონფერენციები
ატალანტა - არსენალი
ჯანპიერო გასპერინი: ''ახალი ფორმატი მომწონს, საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, რაც შეიძლება მაღლა უნდა დავასრულოთ ლიგის ჯგუფური ეტაპი. პირველ ტურში ურთულესი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ დ რა თქმა უნდა სამ ქულაზე უნდა ვიფიქროთ. არსენალს და მათ მწვრთნელს მიკელ არტეტას დიდი პატივს ვცემ. მიუხედავად იმისა, რომ არსენალს ცოტა აკლდება პრემიერ ლიგის ჩემპიონობამდე, გუნდი ორგანიზებული და გამართულია".
ფეინორდი - ლევერკუზენი
ბრაიან პრისკე: ''ჩვენ და ჩვენი ქომაგები მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონთა ლიგის სტარტს. ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ სეზონი, რაც მცირე უპირატესობას გვაძლევს. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ''.
ჩაბი ალონსო: "გასულ სეზონში ჩვენი ოცნება ახდა, ჩვენ ბუნდესლიგის გამარჯვებულები გავხდით, მაგრამ ეს უკვე წარსულია და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მიზანი ჩვენი შესაძლებლობების, მაქსიმუმის ჩვენებაა. ნამდვილად ვერ დავმალავ, რომ ბედნიერი ვარ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ეს ტურნირი განსაკუთრებულად მიყვარს. ორი აზრი არაა, რომ ურთულესი შეხვედრა გველოდება და მის მოსაგებად 101% უნდა დავიხარჯოთ".

მიკელ არტეტა: "გასული ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჩვენ იმ ეტაპამდე მივედით, სადაც 18 წელი ვერ გავდიოდით, მაგრამ ჩვენ ამით არ ვიყავით დაკმაყოფილებულები ან ბედნიერები. ჩვენ მაღალი დონის კლუბი ვართ და ამ სეზონში აუცილებლად გვექნება ამ ტურნირის მოგების შესაძლებლობა. გასული სეზონთ ჩვენ გაკვეთილი მივიღეთ და ამაზე ზაფხულში ვმუშაობდით. ატალანტასთან თამაში ურთულესია, მათ თავისი სათამაშო სტილი აქვთ და მის წინააღმდეგ რაიმეს მოფიქრება საკმაოდ რთულია".
მონაკო - ბარსელონა
ჰანსი ფლიკი: ყველა მოთამაშე მზადაა დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩემი მოთამაშეები ახლოს არიან იდეალურ ფორმასთან, რაც მე ძალიან მახარებს. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მოგებაა. ჩვენ კარგად ვთამაშობთ ბურთითაც და მის გარეშეც.