ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა — რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე სეზონში?

ჩემპიონთა ლიგა — რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე სეზონში?
თარიღი 23 Apr 2025, 09:39
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და თასისთვის 4 გუნდი აგრძელებს ბრძოლას.

1/2 ფინალში გასვლით, ყველაზე დიდი თანხა პსჟ-მ გამოიმუშავა — პარიზული გრანდი უეფასგან უკვე გარანტირებულად მიიღებს 116 მილიონ ევროს.

გუნდები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გამოიმუშავეს

1) პსჟ — €116 მილიონი
2) ინტერი — €114 მილიონი
3) არსენალი — €113 მილიონი
4) ბარსელონა — €113 მილიონი
5) ბაიერნი — €103 მილიონი
6) დორტმუნდი — €99 მილიონი
7) რეალი — €99 მილიონი
8) ლივერპული — €94 მილიონი

წინ 1/2 ფინალური ეტაპი და ფინალია და საუკეთესო ოთხეულის გამომუშავებული თანხა კიდევ გაიზრდება. ჩემპიონი დამატებით 25 მილიონ ევროს, ხოლო მეორე ადგილზე გასული 18,5 მილიონ ევროს მიიღებს.