ჩემპიონთა ლიგის მატჩები Netflix-ზე? — მოლაპარაკებები დაწყებულია

ცნობილ ამერიკულ სტრიმინგ სერვისს, Netflix-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩვენების უფლების შეძენა სურს და UEFA-სთან მოლაპარაკებები დაიწყო.
Times-ის ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და თუ გარიგება შედგა, UEFA დაახლოებით 5 მილიარდ ევროს, ხოლო Netflix ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩვენების უფლებას მიიღებს.
Netflix 2007 წელს დაარსდა და დღეს 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის ღირებულება 516 მილიარდი დოლარია და აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს.