ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან კონსულტანტობამდე — ჟერემი მატიე მაღაზიაში მუშაობს

ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან კონსულტანტობამდე — ჟერემი მატიე მაღაზიაში მუშაობს
თარიღი 07 Apr 2025, 16:34
2014/15 წლების სეზონში, ჟერემი მატიე ვალენსიადან ბარსელონას შემოუერთდა და გუნდთან ერთად ტრებლი იზეიმა.

10 წლის შემდეგ, 41 წლის მატიე სპორტთან კვლავ კავშირშია, მაგრამ უჩვეულო გზით — L'Equipe-ის ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად მარსელში, მაღაზია "ინტერსპორტში" კონსულტანტად მუშაობს. ის ფეხბურთის სექციაშია დასაქმებული.

მომხმარებლებმა ჟერემი იცნეს, რის შემდეგაც მისი ფოტო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

მატიე ბარსაში 2014-2015 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 91 მატჩი, 4 გოლი (მათ შორის, რეალ მადრიდის კარშიც) და 3 ასისტია. ფრანგმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჯამში 9 ტიტული მოიგო.

"ბლაუგრანას" გარდა, მატიე სოშოში, ტულუზაში, ვალენსიასა და სპორტინგში ასპარეზობდა. მას საფრანგეთის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.