ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დღეს სრულდება — საქმეში ბარსელონა და სიტი ერთვებიან

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დღეს სრულდება — საქმეში ბარსელონა და სიტი ერთვებიან
თარიღი 18 Sep 2025, 11:35
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდება — განსაკუთრებულ ინტერესს კი მანჩესტერში და ლონდონში გასამართი მატჩები იწვევს.

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მანჩესტერ სიტი საკუთარ კედლებში სერია ა-ს მოქმედ გამარჯვებულს, ნაპოლის უმასპინძლებს. გვარდიოლას გუნდმა ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო და პრემიერ ლიგაში 4 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო. კონტეს გუნდი კი სერია ა-ში უდანაკარგოდ ასპარეზობს.

მანჩესტერ სიტი და ნაპოლი ისტორიაში ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 მატჩი ინგლისელებმა მოიგეს, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ გამარჯვება იტალიელებს დარჩათ. დღევანდელ მატჩში სიტის ტრავმების გამო შერკი, კოვაჩიჩი, მარმუში, ფილიპსი და სტოუნსი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ნაპოლის ლუკაკუ და რაჰმანი დააკლდება.

საინტერესე მატჩის მოლოდინია ლონდონში, სადაც ნიუკასლი ბარსელონას უმასპინძლებს. პრემიერ ლიგის გასულ 4 ტურში, ნიუკასლმა 5 ქულა მოაგროვა და მე-10 ადგილზეა, ხოლო ბარსელონას ლა ლიგაში 10 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2003 წელს შეხვდნენ და მაშინ 2-0 ბარსელონამ მოიგო. სულ კი 4 ურთიერთდაპირისპირებიდან 3 კატალონიელებმა მოიგეს და 1 ლონდონელებმა. დღევანდელ მატჩში ჰანსი ფლიკის გუნდი დიდი დანაკლისით იქნება — გუნდს იამალი, გავი, ტერ შტეგენი და ბალდე ვერ დაეხმარებიან.

დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი

20:45 — ბრიუგე V მონაკო
20:45 — კოპენჰაგენი V ლევერკუზენი
23:00 — აინტრახტი V გალათასარაი
23:00 — მანჩესტერ სიტი V ნაპოლი
23:00 — ნიუკასლი V ბარსელონა
23:00 — სპორტინგი V კაირატი