ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ყველა გუნდის პოტენციური მეტოქე ცნობილია
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ლიგის ფაზა და 24 გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, საიდანაც 8 საუკეთესო პირდაპირ 1/8 ფინალში მოხვდა.
პლეი-ოფის წილისყრა ხვალ, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება, მანამდე კი ცნობილია ყველა გუნდის სავარაუდო მეტოქეები. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მონაკოს ან ბრესტს შეხვდება, ხოლო აღნიშნული ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, 1/8 ფინალში ლივერპულს ან ბარსელონას დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ბადე